სიახლეები
19 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობები და ტოლერანტობა“.
ლექცია წაიკითხა ასოციაცია „ანიკა“-ს დირექტორმა ირინა ინასარიძემ.
ლექციაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბედი დღევანდელ სამყაროში, მათთვის გარემოს ადაპტაცია და საზოგადოების მზაობა, სახელმწიფოს როლი დატოლერანტობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო ასოციაცია „ანიკას“ დაარსების ისტორიას და ყოველდღიურ საქმიანობას.
ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.